ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი

თავადი, კოლეგიის მრჩეველი, თბილისის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის თანაშემწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

„ერთობა“ იუწყება, რომ 1919 წლის 4 ივნისს სახ. თეატრში გაიმართება გიორგი არადელი-იშხნელის ბენეფისი სცენაზე მოღვაწეობის ათი წლის აღსანიშნავად. წარმოადგენენ ალ. სუმბათაშვილის „ღალატს“. მონაწილეობას მიიღებენ: ნინო დავითაშვილი, ელის. ჩერქეზიშვილი, ტასო საგინაშვილი-პიერეტტა, ალისა ქიქოძე, ილ. ზურაბიშვილი-ელევთერიძე, შალვა შარაშიძე-თაგუნა, სოსო რომანიშვილი, გ. ფრონისპირელი, პლ. კორიშელი, ვალ. გუნია, ალ. იმედაშვილი, დ. ჩარკვიანი, დ. მჟავია, პ. ფრანგიშვილი და სხვ. რეჟისორები: ალ. წუწუნავა და კ. ანდრონიკაშვილი.

წყარო: ერთობა, 1919 | 1 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 3784 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/3784]; წვდომის თარიღი: 2019-07-20

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.