ანდრია პეტრეს ძე პატარაია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ანდრია პატარაიამ უარი თქვა გამგეობის წევრობაზე სამსახურის გამო.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 3994 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/3994]; წვდომის თარიღი: 2019-12-10