გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილი

მღვდელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1915 წლის ბოლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილებას 36 წევრი ჰყავდა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს განყოფილების თავმჯდომარე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა და მდივანმა ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცმა.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ალაგირის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4372 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/4372]; წვდომის თარიღი: 2019-11-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.