გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩი (მაიაშვილი)

ეკონომისტი, პუბლიცისტი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტების პარტიის ლიდერი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალის გამგეობა (თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) თბილისის მთავარ განყოფილებას უგზავნის ეგნატე გიორგის ძე გაბლიანის მიერ მუზეუმისთვის შემოწირულ ნივთებს და სთხოვს სათანადო სია გამოაქვეყნონ გაზეთებში („დროება", „ზაკავკაზიე"), რათა მფლობელი დარწმუნდეს, რომ ნივთები დანიშნულებისამებრ გაიგზავნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4711 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/4711]; წვდომის თარიღი: 2019-10-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.