გრიგოლ ტროფიმეს ძე რეიკინი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების წევრი, ქალაქის გამგეობის თანამშრომელი

1908 წლის 8 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: ნ. ი. ნიკოლაძე – 4 მან., ი. მ. მეუნარგია – 1 მან. 65 კაპ., ს. მ. ფარეიშვილი – 1 მან. 25 კაპ., მ. ვ. ნადირაძე – 60 კაპ., კ. ი. გამყრელიძე – 1 მან., გ. რეიკინი –1 მან., ს. ხოშტარია – 50 კაპ., ი. კოხრეიძე – 25 კაპ., ი. ჟღენტი – 1 მან. 25 კაპ., ნ. ალ. ჟღენტი – 60 კაპ., გ. გოგიდჟანოვი – 20 კაპ., ი. ჩხარტიშვილი – 25 კაპ., მ. ჭავჭანიძე – 20 კაპ., ჰაიკ ბარამიძე – 30 კაპ., ნ. ნარაკიძე – 15 კაპ., იოს. გინზბურგი – 50 კაპ., ნ. ჟვანია – 20 კაპ., ი. ჩაჩავა – 1 მან., ან. ხოჭოლავა – 30 კაპ., კ. ხუბუა – 20 კაპ., ლ. ყრუაშვილი – 50 კაპ., დ. ხოშტარია თვიურად – 50 კაპ., კ. ხოშტარია – 15 კაპ., გრ. გლადკოვი – 15 კაპ. ხელს აწერს ხაზინადარი ნ. ალ. ჟღენტი.

წყარო: ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4870 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/4870]; წვდომის თარიღი: 2019-11-16

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.