დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი (ჩუბინოვი)

არქეოლოგი, პედაგოგი, ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ – წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების რიგებში 319 წევრი ირიცხებოდა, აქედან 118 დამფუძნებელი, 8 ადგილი იყო თავისუფალი (წესდებით დამფუძნებელი წევრი 126 უნდა ყოფილიყო), ერთი – საპატიო წევრი (დ. ი. ჩუბინაშვილი, აირცა 1880 წელს), ნამდვილი – 202, კანდიდატი – 28.

წყარო: ივერია, 1883 | ივლისი-აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4985 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/4985]; წვდომის თარიღი: 2019-11-19

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.