დავით მიხეილის ძე კვანტალიანი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სამტრედიის განყოფილების გამგეობის თხოვნა, რომ საზოგადოებას დაეთმო წიგნები ნისიად, ღია ანგარიშით. სამტრედიის გამგეობამ წიგნის მაღაზიის შემოსავალ-გასავლის და, წიგნებთან ერთად, საკანცელარიო ნივთების გაყიდვის ცნობაც წარმოადგინა, აღნიშნეს, რომ მაღაზიაზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ საზოგადოების წევრები – გიორგი სიხარულიძე და დავით კვანტალიანი. გამგეობამ სამტრედიის განყოფილებას 300 მანეთი გადასცა ღია ანგარიშით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5023 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/5023]; წვდომის თარიღი: 2019-08-23

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.