დიმიტრი ფარესიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1913 წლის 20 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ (თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე) ფარული კენჭისყრით აირჩია გამგეობის ახალი შემადგენლობა (11 წევრი და 3 კანდიდატი); წევრებად: ვლ. კ. ლოლუა – 42 ხმით, ი. მ. ლორთქიფანიძე – 40 ხმით, ი. გ. შვილევი – 41 ხმით, მ. გრ. ბურდული – 40 ხმით, ი. გ. დუმბაძე – 41 ხმით, ი. ი. ფიცხელაური – 40 ხმით, მ. ი. სულუხია – 36 ხმით, დ. დ. ცისკარაული – 35 ხმით, დ. ს. სხირტლაძე – 31 ხმით, ვ. ა. კაიშაური – 34 ხმით, ა. მ. ჩითაევი – 34 ხმით; კანდიდატებად: დ. ფარესიშვილი – 27 ხმით, დ. ი. ერქომაიშვილი – 26 ხმით, გ. ზ. სხირტლაძე – 24 ხმით. ძველი გამგეობის წევრთაგან კენჭისყრაზე უარი განაცხადეს გრ. მ. ბურდულმა, მ. კალანდარიშვილმა, ზ. კიკნაძემ და ტ. კახიძემ.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5190 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/5190]; წვდომის თარიღი: 2019-07-23

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.