ეგნატე მამუკას (მაკარი) ძე ხრამელაშვილი

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 20 ნოემბერის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაბეჭდა და გასაყიდად გამოსცა სეით იაშვილის „მოკლე სახელმძღვანელო საზოგადო გეოგრაფიისა: აზია, აფრიკა, ამერიკა და ავსტრალია“, ფასი – 27 მანეთი; ეგნატე ხრამელაშვილის „არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვთა მაგალითების კრებულის“ 1-ლი და მე-2 ნაწილი, ფასი – 17 მანეთი.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 20 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5242 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/5242]; წვდომის თარიღი: 2019-10-18

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.