ევტიხ ბესარიონის ძე მამინაიშვილი

ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ცხვედაძემ, რომ სვანეთში ევტიხი მამინაიშვილის სახელზე გაეგზავნათ წიგნები წერა-კითხვის გასავრცელებლად, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა და სვანეთში 50 ცალი „დედა ენა“ გააგზავნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5289 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/5289]; წვდომის თარიღი: 2019-12-12

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.