ეკატერინე (კატო) რევაზის ასული თარხნიშვილი-გაბაშვილისა

მწერალი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი

1898 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას მიმართა, რომ დაებეჭდათ ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობები. გამგეობამ ეკატერინე გაბაშვილს სთხოვა საზოგადოებისთვის წარმოედგინა მოთხრობები და ასევე ეცნობებინა, რა პირობით დაუთმობდა მათ გამგეობას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5326 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/5326]; წვდომის თარიღი: 2019-07-16

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.