ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე

ფოლკლორისტი, პედაგოგი, საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, მთავარი გამგეობის მდივანი, კავკავის განყოფილების წევრი

1922 წლის 13 აგვისტოს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და სარევიზიო კომისიის წევრები – დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გრიგოლ ივანეს ძე პატარაია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5578 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/5578]; წვდომის თარიღი: 2019-07-19

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.