ვასილ ქაიხოსროს ძე წულაძე

დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1921 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, ვასილ წულაძე და ვარლამ ბურჯანაძე; სხდომაზე მიხეილ ახალბედაშვილმა ეფემია ინაურის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად 7 000 მანეთი ითხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5742 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/5742]; წვდომის თარიღი: 2019-10-18

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.