ვასილ ავგუსტის (ანტონის) ძე ხიდაშელი

მღვდელი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოსა და ცხინვალის განყოფილებათა წევრი

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას საზოგადოების წევრებმა დაბა ცხინვალიდან ამცნეს, რომ საწევრო თანხა შეიტანეს შემდეგმა პირებმა: მიხეილ ხარიტონის ძე ონიაშვილმა, მარო ივანეს ასულმა დავითაშვილისამ, მღვდელმა ვასილ ავგუსტის ძე ხიდაშელმა, თამარა გრიგოლის ასულმა ბეგთაბეგოვისამ, აბრამ ილიას ძე ბოსტოღანაშვილმა, ისაკ ილიას ძე ბოსტოღანაშვილმა და იულია რაჟდენის ასულმა კვალიაშვილისამ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5749 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/5749]; წვდომის თარიღი: 2019-12-16

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.