ზაქარია მახარეს (მახარობლის) ძე მამისაშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1915 წლის 5 მაისს სოფელ ველისციხის საზოგადოების წარმომადგენლობითმა კრებამ, რომელსაც ბაგრატ ტერ-კაზარიანცი თავმჯდომარეობდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას სოფელში აკაკის სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გახსნა სთხოვა. სამკითხველოსთვის ზაქარია მახარეს ძე მამისაშვილს უნდა ეხელმძღვანელა.

წყარო: მიწერ - მოწერა თბილისის გუბერნატორთან და დაგენილება სიღნაღის მაზრის სოფელ ველისციხეში სახალხო ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5955 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/5955]; წვდომის თარიღი: 2019-12-14

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.