თომა იოსების ძე ასათიანი

მღვდელი, მასწავლებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: მღვდელი თომა იოსების ძე ასათიანი, დეკანოზი იოანე შიუკაშვილი, ნინო დავითის ასული ვახვახიშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა, დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილი, მღვდელი იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი და მღვდელი ვასილ კანანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6113 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/6113]; წვდომის თარიღი: 2019-12-12

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.