იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1914 წელს მაჩხაანის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 346 მანეთსა და 73 კაპიკს, გასავალი – 229 მანეთსა და 73 კაპიკს. ფილიალს ჰქონდა ორი ბიბლიოთეკა ქვემო მაჩხაანსა და ჯუგაანში, ჰყავდა 41 წევრი. ანგარიშს ხელი მოაწერეს: თავმჯდომარემ, მღვდელმა ნიკანდი დავითის ძე ნინიკაშვილმა, ხაზინადარმა სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალიამ, განყოფილების წევრებმა მღვდელმა ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვიმა და იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6208 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/6208]; წვდომის თარიღი: 2019-08-24

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.