იასონ სალუქვაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების თავმჯდომარე იყო მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე, თავმჯდომარის მოადგილე ექიმი ალექსანდრე კოსტას ძე ოსილოვი, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და მოლარე კოსტა საველის ძე კვარაცხელია. ხოლო წევრები იყვნენ: თეოფილე ალმასხანის ძე გოგიბერიძე, ამბაკო იესეს ძე სულუხია, არსენ ალექსის ძე ნაცვალაძე, იასონ სალუქვაძე, ალექსანდრე ივანეს ძე ბიბილეიშვილი, იაკობ გობეჩავა, კოსტა გვაზავა, ივანე მენაბდე, სპირიდონ დანელია (დაეთხოვა), შაქრო მამაცაშვილი (ტუაფსედან წავიდა), ირაკლი წულაძე. სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ლუკა წულაია, ლავრენტი ვასაძე, იოსებ გიორგის ძე ლოსაბერიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერა ტუაფსეს განყოფილებასთან და განყოფილების ანგარიშები | 1914-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6270 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/6270]; წვდომის თარიღი: 2019-07-20

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.