ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით ჩატარდა თელავის განყოფილების წევრთა საზოგადო კრება. კრებაზე საპატიო წევრებად აირჩიეს ექვთიმე ბესარიონის ძე კაჭახიძე – ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი და ოფიცერი ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6371 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/6371]; წვდომის თარიღი: 2019-12-12