ივანე (ვანო) ივანეს ძე ზურაბიშვილი

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1898 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომა ალექსანდრე ჭყონიას თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6405 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/6405]; წვდომის თარიღი: 2019-10-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.