ივანე იოსების ძე გიუნაშვილი

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 20 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის სკოლის მასწავლებელ ივანე გიუნაშვილის თხოვნა, აღმოეჩინოს მას ერთდროული დახმარება. გამგეობის ცნობით, სკოლა თავის გამგებლობაში მიიღო გორის სამაზრო ერობამ მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან, გიუნაშვილი სკოლაში 18 წელი მსახურობდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცა ერთდროული დახმარება 1000 მანეთის ოდენობით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6417 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/6417]; წვდომის თარიღი: 2019-10-23

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.