ივანე მიხეილის ძე გომელაური

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, მთარგმნელი და პუბლიცისტი, ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1908 წლის 15 ივნისს, ღამის პირველის ნახევარზე, გაიხსნა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის საკითხის გადასაწყვეტად მოწვეული კრება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციისა და დაწესებულების დელეგატები: ეკატერინე გაბაშვილისა და მარიამ დემურია (ქალთა საზოგადოება), ალექსანდრე სარაჯიშვილი (საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება), იოსებ მერკვილაძე (წვრილ ვაჭართა პროფესიული საზოგადოება), სიმონ ოცხელი და სამსონ ყიფიანი (ქუთაისის ქართული გიმნაზია), ალექსი მირიანაშვილი (ჟურნალი „ნაკადული“), ქაიხოსრო ქავთარაძე (გაზეთი „ამირანი“), კიტა აბაშიძე (ჭიათურის შავი ქვის მწარმოებელთა კრების საბჭო), ივანე გომელაური (ჭიათურის დრამატული საზოგადოება); ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები: იაკობ ღულაძე (თავმჯდომარის ამხანაგი), პეტრე სურგულაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, გრიგოლ რცხილაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და სამსონ ფირცხალავა. კრებას ესწრებოდა ათი გარეშე პირიც.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6460 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/6460]; წვდომის თარიღი: 2019-12-14

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.