ივლიტა (იტო) მიხეილის ასული მენთეშაშვილი

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1913 წლის 20 იანვარს სამრევლო სკოლების მეთვალყურის ეგნატე მენთეშაშვილის თაოსნობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქვემო მაჩხაანის ფილიალის დამფუძნებელთა კრება, რომლის ოქმშიც წარმოდგენილია ოცდაათი ნამდვილი წევრის სია: ელენე ბოსტაშვილი, მღვდ. მიხეილ მენთეშაშვილი, გრიგოლ ლაპიაშვილი, გიორგი ბერძნიშვილი, იაკობ მენთეშაშვილი, სვიმონ ჯანყარაშვილი, მღვდ. იოანე მენთეშაშვილი, ნიკოლოზ კორაშვილი, მოსე ჯალიაშვილი, ვასილ ალადაშვილი, კონსტანტინე ნასრაშვილი, ზაქარია ფაშალიშვილი, რაჟდენ ჯალიაშვილი, მიხეილ ჯანყარაშვილი, იოსებ ქადაგიძე, მღვდ. ლუკა ნაცვლიშვილი, მღვდ. ეგნატე მენთეშაშვილი, ნიკოლოზ მენთეშაშვილი, მასწ. ილია მენთეშაშვილი, ალექსანდრე ნადირაშვილი, ივლიტა მენთეშაშვილი, ალექსანდრე ინაშვილი, სოლომონ კურცხალია, აბრამ მატიაშვილი, ალექსანდრე თათარაშვილი, დიმიტრი გონაშვილი, ვასილ ნადირაშვილი, ოლღა ნატროშვილი, ნიკოლოზ მელექსიშვილი, მიხეილ ზედელაშვილი. კრებამ გამგეობის წევრებად აირჩია ალექსანდრე ინაშვილი და მღვდ. ლუკა ნაცვლიშვილი, თავმჯდომარედ – მღვდ. ეგნატე მენთეშაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6550 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/6550]; წვდომის თარიღი: 2019-08-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.