ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 3 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს სთხოვა, რომ მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებლად ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი დაემტკიცებინათ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ილია გრიგოლის ძე ამაღლობლის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6610 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/6610]; წვდომის თარიღი: 2019-09-15

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.