ილია (ილიკო) ბეჟანის ძე მგელაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1914 წლის 21 იანვარს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ საპროცენტო გადასახადის სახით ათ მანეთს უგზავნიდა. სთხოვდა ეცნობებინა რამდენი პროცენტი უნდა შეეტანა მთავარ გამგეობაში. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე ილია (ილიკო) ბეჟანის ძე მგელაძე და მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერა ტუაფსეს განყოფილებასთან და განყოფილების ანგარიშები | 1914-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6651 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/6651]; წვდომის თარიღი: 2019-12-06

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.