იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (გე-ვა-ლი)

სამხედრო სამინისტროს საერთო განყოფილების უფროსი, აფხაზეთის, შავიზღვისპირეთისა და ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონების სარდალი, დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, დრამატურგი

1918 წლის 8 ოქტომბერს გენერალმა იოსებ გედევანიშვილმა განათლების სამინისტროს ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოსწავლე დავით მორჩაძის ბრძოლის ველზე ყოფნა შეატყობინა და მისთვის სასწავლებელში ადგილის შენახვა სთხოვა.

წყარო: ოქმები ქუთაისის რეალურ სასწავლებელში პარალელური კლასების გახსნის შესახებ. სასწავლებლის თანამშრომელთა და კურსდამთავრებულთა სიები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6804 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/6804]; წვდომის თარიღი: 2019-11-22

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.