კირილე იესეს (ევსევის) ძე ნინიძე

პედაგოგი, პოლიტიკოსი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის, ხონისა და თბილისის განყოფილებათა წევრი, დამფუძნებელი კრების წევრი, აგრარული კომისიის თავმჯდომარე, დახვრიტეს 1937 წელს

1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის შესამოწმებლად კომისიის წევრებად კირილე ნინიძე და მეთოდე კაკაბაძე აირჩიეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 7046 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/7046]; წვდომის თარიღი: 2019-10-21

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.