კონსტანტინე იოსების ძე მესხიშვილი (მესხიევი)

ლითოგრაფიის საწარმოს მფლობელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 15 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება გეოგრაფიული რუკის (საქართველოს საზღვრები) გამოცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ კონსტანტინე მესხიშვილთან დაბეჭდილიყო 2000 ცალი რუკა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 7142 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/7142]; წვდომის თარიღი: 2019-09-15

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.