მათე ისააკის ძე სუხიაშვილი

დეკანოზი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, დამფუძნებელი წევრები, რომლებსაც საწევრო ერთიანად ჰქონდათ გადახდილი, იყვნენ: მიხეილ პეტრეს ძე ისარლიშვილი, ელისაბედ ნიკოლოზის ასული ყაზბეგი, იოსებ გრიგოლის ძე ზუბალაშვილი, ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილი, ირაკლი გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი, დეკანოზი ლუკა მაღრაძე, სპირიდონ ლევანის ძე ნარაკიძე (ნორაკიძე), იოსებ იულონის ძე დადიანი, დეკანოზი მათე ისააკის ძე სუხიაშვილი, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე და გრიგოლ იაკობის ძე ცერცვაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშები | 1905-1905
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 7463 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/7463]; წვდომის თარიღი: 2019-07-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.