ნოე თომას ძე ჯიბლაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 16 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 5 ივლისს, რკინიგზის რაიონის ფრონტიდან დაბრუნებულ გვარდიელთა საერთო კრებაზე (გახსნა ქეშიშოვმა. თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჯიბლაძე, მდივნად – თულაევი) ფიცი დადეს, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ დამფუძნებელ კრებას და მთავრობას დემოკრატიული წეს-წყობილების განმტკიცებაში.

წყარო: ერთობა, 1920 | 16 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8401 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/8401]; წვდომის თარიღი: 2019-12-06

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.