პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი

პროფესორი, თბილისის უნივერსიტეტის რექტორი, ორგანული ქიმიის კათედრის გამგე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 2 აგვისტოს შედგა განათლების სამინისტროს დაარსებული სამთა კომისიის სხდომა სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაკეთების შესახებ. კრების თავმჯდომარე იყო განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, დაესწრნენ: განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკი, საგანგებო საქმეთა მოხელე შინაგან საქმეთა მინისტრთან დიმიტრი ხოშტარია, საგანგებო ბარათით მოწვეული თბილისის ქალაქისთავი ნიკოლოზ ელიავა სხდომას არ დაესწრო.

წყარო: განათლების სამინისტროს სხდომის ოქმები ფოთის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელთა გაფიცვის მოწყობის, თბილისის გიმნაზიაში თათრული განყოფილების გახსნის შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8567 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/8567]; წვდომის თარიღი: 2019-10-16

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.