პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისისა და თბილისის განყოფილებათა წევრი

1919 წლის 20 მარტს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიამ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1915 წელს პლატონ აბულაძემ დაიმსახურა პენსია და 1-ლი სექტემბრიდან გაათავისუფლეს სამსახურიდან. იგი მიწვეული იყო ლათინური ენის მასწავლებლად თბილისის ყოფილ ვაჟთა სათავადაზნაურო გიმნაზიაში ახალი სახელწოდებით თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიაში. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8618 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/8618]; წვდომის თარიღი: 2019-10-21

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.