პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე

პედაგოგი, ძველი სენაკის მეაბრეშუმეთა ამხანაგობა „შუამავლის“ მმართველი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმისა და სენაკის განყოფილებათა წევრი, სოხუმის განყოფილების გამგეობის ამხანაგი, სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი

1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: პეხუ მურზაყანის ძე კუპრეიშვილმა, პარასკევა ზალიკას ასულმა კუპრეიშვილმა, პარასკევა მიხეილის ასულმა კუხალაშვილმა, მიხეილ გოჩას ძე კუჭავამ, პორფილე სესიკოს ძე კვირკველიამ, ალექსანდრე პეხუს ძე კინწურეიშვილმა, პარმენ კუკავამ, მიხეილ ლევანის ძე ლოლუამ, ვარლამ გერასიმეს ძე ლომიამ და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8653 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/8653]; წვდომის თარიღი: 2019-10-18

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.