სერგი რომანოზის ძე გორგაძე

მეცნიერი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მდივანი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე მგელაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე; სხდომაზე წარადგინეს ხარკოვიდან გამოგზავნილი განცხადება ქრისტინე ალჩევსკის შესახებ, რომელიც 50 წელი პედაგოგად მუშაობდა და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8937 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/8937]; წვდომის თარიღი: 2019-10-23

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.