სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია

პროვიზორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 1914 წლის ანგარიშის მიხედვით, გამგეობამ 16 სხდომაზე 45 საკითხი განიხილა. წევრთა დასწრების მხრივ ვითარება ასეთი იყო: მიხეილ მატიაშვილი სამ სხდომას ესწრებოდა, დიმიტრი გონაშვილი – ექვსს, იაკობ მენთეშაშვილი – შვიდს, კირილე ღვთისავარიშვილი – არცერთს (ორ სხდომას უნდა დასწრებოდა), ალექსანდრა მჭედლიშვილი – არცერთს (ავადმყოფობდა). ანგარიშს ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი ნიკანდი ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, განყოფილების წევრები – მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი და იაკობ მენთეშაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 9124 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/9124]; წვდომის თარიღი: 2019-08-19

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.