ტერენტი ნიკოლოზის ძე წერეთელი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი, საზოგადოების ნამდვილი წევრი

1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კორექტორ ტერენტი წერეთლის მოხსენება ქაღალდის შეძენის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სტამბის მეპატრონე ბოლქვაძესთან მოლაპარაკება ქაღალდების შესახებ თევდორე კიკვაძეს მიენდო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 9286 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/9286]; წვდომის თარიღი: 2019-10-21

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.