ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძე

პუბლიცისტი, ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებელი და პირველი დირექტორი, ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 25 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებამ მოიწონა გამგეობის მოხსენება სტამბის დაარსების თაობაზე. სტამბამ მუშაობა დაიწყო 1913 წლის 14 ნოემბერს. ანგარიშის თანახმად, 1913 წელს სტამბაზე დაიხარჯა 5840 მანეთი და 26 კაპიკი. ხელმომწერნი: გიორგი ზდანოვიჩი (თავმჯდომარე), იოსებ ოცხელი (თავმჯდომარის ამხანაგი), ბართლომე მოსეშვილი (მოლარე), წევრები – მელანია გველესიანისა, მარიამ ვარდოსანიძე, იაზონ ბაქრაძე, ისიდორე კვიცარიძე, სამსონ ყიფიანი, სვიმონ ხეჩინოვი, სილოვან ხუნდაძე, ტრიფონ ჯაფარიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 9308 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/9308]; წვდომის თარიღი: 2019-10-15

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.