,,მაფალუუს'' თავმჯდომარის ამხანაგს, სტუდენტს მიხეილ კანკავას ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის იონა მეუნარგიას დასაფლავებაზე სოფ. ცაიშში მეგრულად წარმოუთქვამს ,,მაფალუუს'' სახელით პოლიტიკური შინაარსის სიტყვა სამეგრელოს პოლიტიკური წყობილების შესახებ, რომლიდანაც ყველას შეეძლო გამოეტანა დასკვნა, რომ ,,მაფალუუს'' უნდა ჰქონოდა პოლიტიკური ჯგუფის ან პარტიის სახელი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | სტეფანე დავითის ძე გაგუას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10017 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10017]; წვდომის თარიღი: 2021-01-15