ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10799

ფაქტი 10799

1918 წლის 20 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს ეროვნული საბჭოს ჯანმრთელობის განყოფილება მალე მოაწყობდა მოწყალების დების კურსებს. ლექტორებად მოწვეულები იყვნენ ექიმები: ნ. მელიქიშვილი, ნ. ჯავახიშვილი, მიხეილ წინამძღვრიშვილი, გრიგოლ მუხაძე, ივანე თიკანაძე, დ. ახვლედიანი, ალ. დიასამიძე, მ. მგალობლიშვილი და შალვა მიქელაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10799; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .