ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10822

ფაქტი 10822

1919 წლის 4 მარტის გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, ბარბარე ივანეს ასული ამილახვარი ორი კლასის მეთვალყურე იყო. განათლების სამინისტროს ახალი განკარგულების თანახმად, ის მხოლოდ ერთი კლასის ანაზღაურებას იღებდა. პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა, რომ ამის შესახებ განათლების სამინისტროს წინაშე შუამდგომლობა აღეძრა. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს გიმნაზიის დირექტორი და მდივანი ვლადიმერ ხიზანიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10822; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .