ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10885

ფაქტი 10885

1918 წლის 7 სექტემბერს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1918 წლის 17 ივნისს გიმნაზიის დირექტორმა ის კავკასიის სამოსწავლო ოლქში შტატის მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარადგინა, მაგრამ წარდგინებას შედეგი არ მოჰყოლია. აკოფაშვილმა მინისტრს სთხოვა მისი თანამდებობაზე დამტკიცება დაეჩქარებინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10885; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .