ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10888

ფაქტი 10888

1919 წლის 20 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს აცნობა, რომ როგორც ნინო აკოფაშვილის სიტყვიერი განცხადებიდან ჩანდა, მან 1902 წელს დაამთავრა ქერჩის კუშნიკოვის ინსტიტუტი, შემდეგ სამი წელი იყო გერმანიაში გერმანული ენის პრაქტიკის შესასწავლად. ამასთანავე დაამთავრა მიუნხენის კონსერვატორია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10888; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .