ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10890

ფაქტი 10890

1919 წლის 3 აპრილს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიგოგიძემ სახალხო განათლების სამინისტროს აცნობა, რომ გერმანული ენის ყოფილი მასწავლებელი ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1911 წლის პირველი სექტემბრიდან ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა გერმანული ენის შტატის მასწავლებლად მიიწვია. იქ 1917 წლის პირველ სექტემბრამდე მუშაობდა. ხელს აწერენ დირექტორი ნიკოლოზ ნაუმის ძე ჩიგოგიძე და საქმისმწარმოებელი ევ. მამაცაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10890; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .