ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11013

ფაქტი 11013

1919 წელს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა განათლების მინისტრს მისწერა, რომ მასწავლებლად ნამსახური 11 წელი პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა. ის ახალი კანონის შემოღების დროს გიმნაზიაში მუშაობდა, როგორც სრულუფლებიანი მასწავლებელი. მას ყველა კლასში სწავლების უფლება მიენიჭა, როგორც ქერჩის ქალთა ინსტიტუტისა და მიუნხენის კონსერვატორიის კურსდამთავრებულს, რომელიც გერმანიის სასწავლებლებს უდრიდა. არსებული კანონის თანახმად, მას ვაჟთა გიმნაზიის ყველა კლასში ახალი ენების სწავლების უფლება ჰქონდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11013; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .