ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11148

ფაქტი 11148

1920 წლის 16 მარტს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ილია ფერაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გიმნაზიის უფროს კლასებში ქართული ენის კლასის მასწავლებლისა და სააღმზრდელო მოვალეობას სოლომონ ანდღულაძე ასრულებდა. მას წაკითხული ჰქონდა უამრავი ქართული წიგნი, მოეპოვებოდა საკუთარი მდიდარი წიგნსაცავი. ლიტერატურას ნაყოფიერად ასწავლიდა, გაკეთილის ახსნის დროს სალიტერატურო ენით საუბრობდა და ამავე ენით ასაუბრებდა მოსწავლეებსაც, რომელთა მოსმენა მსმენელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11148; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .