ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11230

ფაქტი 11230

1918 წლის 29 ნოემბერს მღვდლის, კონსტანტინე ანთაძის, ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე იმერეთის სამღვდელოების 49 კრებისაგან არჩეული იყო კომიტეტის თავმჯდომარედ, რომელსაც მინდობილი ჰქონდა მოხსენება ღირსება-ნაკლულევანების შესახებ არჩევითი წესის შემოღების (დროს) ქართველ სამღვდელოებას შორის. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი, ისიდორე ქოჩიაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11230; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .