ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11232

ფაქტი 11232

1918 წლის 8 დეკემბერს გაიხსნა პირველი ოსური გიმნაზია ცხინვალში, რომლის პედაგოგები იყვნენ:1.ზაქრო ნიკოლოზის ძე ვანეევი, კიევის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ისტორია -გეოგრაფია, ბუნებისმეტყველება. 2.ალექსანდრე გრიგოლის ძე ძასოხოვი, მოისმინა ტომსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კურსები, მათემატიკა, ფრანგული. 3.მარიამ დიმიტრის ასული ჯაფარიძე, დაამთავრა გიმნაზიის 4 კლასი, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. 4. ივანე იტიაკოვი, სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებული, მუსიკა, 5.ანასტასია ნესტორის ასული გაგლოევა, უფროსი განყოფილება. 6.ვასილ ნიკოლოზის ძე კარსანოვი, ხარკოვის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მუშაობდა სასწავლებლის ექიმად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11232; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .