ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11919

ფაქტი 11919

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომაზე განიხილეს სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ივლიანე გოგოლაშვილის მოხსენება, რომ 1897 წლის 8 სექტემბერს როცა სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებელი ისიდორე რამიშვილი თავის ნივთებს ალაგებდა ურემში სკოლის მოსწავლეებიც დაეხმარნენ მას, რაზედაც უკმაყოფილება გამოუთქვამთ დეკანოზ ქავთარაძეს და მის ძმას. ივლიანე გოგოლაშვილმა სთხოვა გამგეობას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭირო ზომების მიღება, თუმცა გამგეობამ საჭიროდ არ ჩათვალა გოგოლაშვილის მოხსენების განხილვა, მხოლოდ სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს მოუწოდა, რომ გარეშე პირებისათვის სკოლის საქმეებში ჩარევის ნება არ დაერთო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11919; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .