ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12115

ფაქტი 12115

1894 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე აკაკი წერეთელმა აღნიშნა, რომ სახალხო სკოლების გახსნა სასარგებლო არ იყო. ასეთ სკოლებში მოსწავლე გონებრივად არ ვითარდებოდა და ზნეობრივად ქვეითდებოდა, რადგან რუსულს ხალხის სავნებლად ასწავლიდნენ. წერეთელი ამჯობინებდა, ასეთი სკოლები საერთოდ არ გაიხსნილიყო, სანაცვლოდ კი დაებეჭდათ ბევრი იაფი და ადვილად გასაგები სახალხო წიგნი. როცა სოფლებში წიგნები გავრცელდებოდა, წერა-კითხვას ერთმანეთისგან ისწავლიდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12115; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .