ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12228

ფაქტი 12228

1897 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარის ამხანაგმა ნიკო ცხვედაძემ გააკეთა მოხსენება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტს ახალი ინსტრუქციის თანახმად, ესაჭიროებოდა განახლება. გამგეობამ განაცხადა, რომ ქუთაისის სამზრუნველოს უნდა ჩაეტარებინა კრება და მოლაპარაკებების შემდეგ, ეცნობებინა საზოგადოებისთვის, ისურვებდნენ თუ არა მოქმედი წევრები დარჩენილიყვნენ მომავალშიც წევრებად, ხოლო თუ რომელიმე წევრი უარს იტყოდა საქმიანობის გაგრძელებაზე, მაშინ სამზრუნველოს გამგეობისთვის ამოსარჩევად ახალი კანდიდატები უნდა დაესახელებინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12228; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .